USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
კახი კახიშვილი - თუ დღეს ბანკები არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ეკონომიკას და ქვეყანას
дата:  1213

„თუ დღეს ბანკები არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ეკონომიკას და ქვეყანას”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახი კახიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

მისი თქმით, ბიზნესის დიდი ნაწილი გაკოტრების პირასაა და ამის ფონზე, ბანკები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.

„ფაქტობრივად ერთი წელია, პანდემიის გამო, ბიზნესი გაჩერებულია და ბიზნესმენების ძალიან ბევრი ნაწილი უკვე გაკოტრების პირასაა. ერთი მხრივ, აღებული აქვთ კრედიტები, მეორე მხრივ, ამ კრედიტებს ვერ ფარავენ იმიტომ, რომ შემოსავლები არ არსებობს. ამავდროულად, ბუნდოვანი პასუხები ესმით ბანკებიდან და დიდად ვერ ეხმარებიან ბანკები. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავზე უფრო ფიქრობენ. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რამენაირად დაეხმაროს, ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ფორსმაჟორია, თვითონ ბანკებიც უნდა გადავიდნენ ფორსმაჟორის რეჟიმში. თუ ჩვენ ვხედავთ დახურულ კაფეებს, მაღაზიებს, რესტორნებს და სასტუმროებს, გამოდის, რომ ფორსმაჟორია და ეს ფორსმაჟორი რატომ არ შემოდის ქვეყანაში, რომ ბანკებსაც შეეხოს და ცოტა იფიქრონ ამ ყველაფერზე და მხოლოდ საკუთარ მოგებაზე არ იფიქრონ? თუ დღეს ბანკები არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას და დაანგრევენ ქვეყანას. ამიტომ სჯობს დღეს ნაკლები მოგება მიიღონ და გადაარჩინონ ქვეყანა, ვიდრე მთლიანად მოგებაზე იყვნენ ორიენტირებული და გააკონტრონ ისე ქვეყანა, რომ წლების განმავლობაში მერე ვეღარ აღდგეს ”,- განაცხადა კახიშვილმა.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати