USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
კახეთში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების სამუშაოები მიმდინარეობს
дата:  1134

ინფრასტრუტურის სამინისტრო კახეთში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

მიმდინარეობს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის და სახიდე გადასასვლელების, ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის მონაკვეთის, სიღნაღი-წნორის გზისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ადგილზე გაეცნენ.

დაწყებულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 53-ე კმ-ზე და  57-ე-კმ ზე არსებული სახიდე გადასასვლელების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც  ეტაპობრივად 2026 და 2027 წლეში დასრულდება.  სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან  3.5 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამავე მუნიციპალიტეტში  აღდგენითი სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება  სიღნაღი - წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთს.

აქტიურ ფაზაშია სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სადაც სოფელ ზიარიდან სოფელ არაშენდას გავლით, ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საგზაო პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა. ასევე, მოეწყობა წყალგამტარი მილები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები.

საერთო ჯამში, კახეთში 28.6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები მიმდინარეობს.  

პროექტები, ეტაპობრივად,  2026 და 2027 წლებში დასრულდება.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати