USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
Tbilisi
კახეთში კომპანიებმა 9 000 მევენახისგან 110 ათას ტონამდე ყურძენი ჩაიბარეს
Date:  276
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მიაწოდა. აღინიშნა, რომ რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად ხორციელდება.
კახეთის რეგიონში ამ დროისთვის, გადამუშავებულია 110 ათასი ტონა ყურძენი, გასული დღე-ღამის განმავლობაში კი მიმდინარე წლის რთველის სეზონზე რეკორდული რაოდენობის - 14 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.
ღვინის საწარმოებს ყურძენი 9000-მდე მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნიდან 50 ათას ტონამდე საფერავი, 52 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს. ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, რთველის საკოორდინაციო შტაბში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way