კახეთში ჭაჭის ფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიებები თელავში იმართება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კახეთის რვა მუნიციპალიტეტის მცირე მარნების, ფერმერებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ ჭაჭის ნიმუშების გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობს.
ჭაჭის ფესტივალი მუსიკალური ნომრებით გაიხსნა. ორგანიზატორების თქმით, საზეიმო განწყობა მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.
„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.