USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის 12 რეაბილიტაციის პროექტი და 4 ნაპირსამაგრი და სტიქიის პრევენცია-ლიკვიდაციის პროექტი ხორციელდება
თარიღი:  506
პროექტების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 138 კმ. გზას, საიდანაც 110 კმ. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელსვე დასრულდება. რეაბილიტაციის პროექტების ჯამური ღირებულება 178 მილიონი ლარია. ჯამურად თექვსმეტივე პროექტის ღირებულება კი - 183 მილიონი ლარი
 მათ შორის, რეაბილიტაცია უტარდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთს, სადაც, ამ დროისთვის, უკვე მოწყობილია ხელოვნური ნაგებობების 90% და 12 კმ-ზე მოწყობილია ასფალტის საფარი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66.7 მილიონი ლარით ფინანსდება
 დასრულების ეტაპზეა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის დუისი-ჯიბახევის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5.65 მილიონი ლარია
 აქტიურად მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის უშუალოდ თელავზე გამავალი საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. პროექტს 13.8 მილიონი ლარი მოხმარდება
რეაბილიტაცია უტარდება ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიღნაღის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას. პროექტის ღირებულება 11.7 მილიონი ლარია
პროექტების დასრულება 2024 წელს იგეგმება და კახეთის რეგიონში, საავტომობილო გზებზე კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს
თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის