USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
კახეთის რეგიონში გზების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება
თარიღი:  

კახეთის რეგიონში გზების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება. მიმდინარე წელს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გზების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილია 6 მილიონ 730 ათასი ლარი, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება პარალელურად ქალაქ ახმეტაში და მუნიციპალიტეტის 9 სოფელში მიმდინარეობს. წელს ახმეტის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სფეროში, ჯამში, 19 პროექტი განხორციელდება.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის