USD 2.7091
EUR 3.1461
RUB 3.3584
Тбилиси
კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკის სრული რეაბილიტაციის ღირებულებამ 5 მილიონი ლარი შეადგინა
дата:  263
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.
პარკში თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, განთავსდა მეფე ერეკლე მეორის ძეგლიც, რომელიც მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.
განახლებული პარკი, რომელიც ჯგუფი „ურსას“ კონცერტით გაიხსნა, თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.
„ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი განვახორციელეთ. დღეს ამ ტერიტორიაზე მეფე ერეკლეს ძეგლი გავხსენით, რაც საამაყოა თითოეული ქართველისთვის. პარკი, რომელიც წლების განმავლობაში გაუბედურებული იყო, დღეს ყველანაირად მოწესრიგებული, განახლებული, რეაბილიტირებული და გამწვანებულია. ბავშვებისთვის მოეწყო შესაბამისი სივრცეები და დაირგო ხე-მცენარეები. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შექმნილი გარემო იმისთვის, რომ დაისვენოთ, გაერთოთ, ივარჯიშოთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ე.წ. სამგორის პარკს გადაერქვას სახელი და ეწოდოს მეფე ერეკლე მეორის სახელობის პარკი. ძალიან მიხარია, კარგი პროექტი გამოვიდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას. კიდევ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, ორ ჰექტარ ფართობზე აშენდა თანამედროვე ინფრასტრუქტურა: სასეირნო ბილიკები, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, სპორტული და საბავშვო მოედნები, მოსასვენებელი პავილიონები, ამფითეატრი, ცხოველებისთვის განკუთვნილი ზონა, მაგიდის ტენისის სივრცე და მშრალი შადრევანი. დამონტაჟდა საპარკო ავეჯი და მოეწყო სასმელი წყლის შადრევნებიც.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გამწვანებაზე – მოეწყო სარწყავი სისტემა, თარგებში შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი და მულჩი, 17 854 კვადრატულ მეტრზე დაითესა და დაიგო ბალახი, დაირგო 4 722 ძირი ნერგი.
რეაბილიტაციის საერთო ღირებულებამ 5 მილიონი ლარი შეადგინა.
экономика
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები) 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის განმარტებით, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 45.3 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 475.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი) 2 452 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
ეთანხმებით თუ არა მთავრობის გადადგომის მოთხოვნას?
голосование
Кстати