USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
კახა კუჭავა: 2024 წლისთვის მზად ვიქნებით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შევიტანოთ
თარიღი:  1177

გუშინ პროგრამის წარდგენის დროს ყველამ მოისმინა ის, რისი გაგონებაც ალბათ დიდი ხანია სურდათ. ეს არის საქართველოს მზადყოფნა 2024 წელს უკვე ოფიციალურად შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ეს არის ძალიან ხმამაღალი და ამბიციური განცხადება და ამის საფუძველს 8 წლის განმავლობაში განხორციელებული მიღწევები და განვლილი გზა გვაძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, კახაბერ კუჭავამ განაცხადა.

„2012-16 წლის არჩევნებზე ჩვენ ვიძლეოდით დაპირებებს, რომ კიდევ უფრო გამყარდებოდა და რეალური გახდებოდა ევროკავშირში წევრობა. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის შესრულების ანგარიში, ის საკმაოდ ამბიციური გეგმა, რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ და რომელმაც ნამდვილად დაიმსახურა მაღალი შეფასებები, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ პირდაპირ გავთვალოთ, რომ 2024 წლისთვის ჩვენ მზად ვიქნებით უკვე შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. დარჩენილი რეფორმების განხორციელება იქნება ის მთავარი სამუშაო, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში უნდა დავასრულოთ და მზად ვიყოთ, განაცხადი შევიტანოთ. ეს გეგმა არის საკმაოდ რეალური“, - განაცხადა კახა კუჭავმ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის