USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
კახა კოჟორიძე: "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები „უკან გადადგმული ნაბიჯია ღრმა საბჭოთა კავშირში"
дата:  589

"ლელო საქართველოსთვის" წევრის, კახა კოჟორიძის განცხადებით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით განხორციელებული ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯია ღრმა საბჭოთა კავშირში".

როგორც კოჟორიძე ამბობს, პრეზიდენტს შეხვედრაზე გააცნეს პარტიის პოზიცია, რომ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და გამოხატვის თავისუფლებას.

"ჩვენ ხაზგასმით ვუთხარით პრეზიდენტს ის, რაც პარლამენტის ტრიბუნიდანაც გაჟღერდა "ლელოს" წარმომადგენლის მხრიდან - ეს კანონპროექტი არის პირდაპირ პრინციპულ წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, გამოხატვის თავისუფლებასთან. ამ კანონპროექტის თანახმად, მკაცრდება სანქცია ქვეყანაში, სადაც ოფიციალურად 541 ათასი ადამიანი არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული, აქ სანქციას ზრდიან და რამდენიმე ათასლარიანი სანქციას აწესებენ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

არაერთ ადმინისტრაციულ სამათალდარღვევათა საქმეზე წინა თუ მოქმედი ხელისუფლების დროს ვმონაწილეობდი როგორც ადვოკატი და მინდა გითხრათ, რომ ეს კანონი ისედაც პრობლემურია. სანქციის გაზრდაზე საუბარი არის კიდევ ერთხელ უკან გადადგმული ნაბიჯი ღრმა საბჭოთა კავშირში, რომლის სულისკვეთებითაც არის ეს კანონპროექტი გაჟღენთილი. ეს კანონპროექტი საერთოდ გადასაგდებია ისტორიის სანაგვეზე და ამის ნაცვლად ხდება სანქციის კიდევ უფრო გამკაცრება. ამის პრინციპული წინააღმდეგები ვართ. პრეზიდენტს გავაცანით ჩვენი პოზიცია, თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, მას ჩვენთან შეხვედრაზე არ უთქვამს",- განაცხადა კოჟორიძემ და დასძინა, რომ "ოცნებამ" ცალმხრივი კანონპროექტების მიღებით დაადასტურა როგორი არასანდო პარტნიორია. ის მუდმივად არღვევს იმ შეთანხმებებს, რასაც ხელს აწერს".

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინდივიდუალურ რეჟიმში იმართება.

დღის განმავლობაში პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერი პოლიტიკური პარტიის ლიდერების ნაწილს უკვე შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში ის შევა.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати