USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
კახა კალაძის განცხადებით, თბილისისა და რუსთავის ერთმანეთთან მიწისზედა მეტროთი დაკავშირების პროექტის განხორციელება ამ ეტაპზე ვერ მოხდება
дата:  816

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისისა და რუსთავის ერთმანეთთან მიწისზედა მეტროთი დაკავშირების პროექტის განხორციელება ამ ეტაპზე ვერ მოხდება.

კახა კალაძის თქმით, პროექტის განხორციელება ამ ეტაპზე იმიტომ ვერ დაიწყება, რომ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

"პროექტის დაწყება ჯერ ვერ მოხდება. თქვენ იცით, რომ ჩვენ დაქირავებული გვყავდა ევროპული კომპანია, რომელიც აკეთებდა კვლევებს, თუ რამდენად საინტერესო იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება. იყო ორი მიმართულება. ეს იყო სამგორი-ლილოს მიმართულება და მეორე ეტაპი იყო რუსთავთან დამაკავშირებელი მეტროს გზა. ამ ეტაპზე პროექტის განხორციელება ვერ მოხდება, იმიტომ, რომ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დაველოდოთ, იმიტომ რომ არის სხვა კიდევ უფრო პრიორიტეტული და მომგებიანი პროექტები ქალაქისთვის, რომელიც ხორციელდება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით", - განაცხადა კახა კალაძემ.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати