USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
კახა კალაძის განცხადებით, მეტროს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების 97 ერთეული ვაგონის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
Date:  626

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 15 ნოემბერს, მეტროს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების 97 ერთეული ვაგონის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მერი აღნიშნავს, ტენდერის გახსნა 2025 წლის 15 იანვარსაა დაგეგმილი. კალაძის განმარტებით, ვაგონების პირველი პარტიის მიღება 2026 წლის ბოლოდანაა დაგეგმილი.

„ქალაქისთვის საკმაოდ საინტერესო, მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს და მინდა ინფორმაციის სახით გაგიზიაროთ. მთელი რიგი რეფორმების განხორციელება დავიწყეთ 2017 წლიდან, ავტობუსების განახლება, ჩანაცვლება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მეტროს განახლება, მეტროში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეს არის ის მთავარი მიმართულებები, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. მეტროს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში და მისი გამართული მუშაობა ქალაქისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

მეტროს ვაგონების განახლების პროექტი მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლიდან ყველა არსებული ვაგონის რეაბილიტაცია განხორციელდა მათი საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივების მიზნით, თუმცა, აღნიშნული ვაგონების ვადა 2026 წლიდან ეტაპობრივად ამოიწურება და ამისთვის აუცილებელი იყო, მომხდარიყო სრულიად ახალი, თანამედროვე ვაგონებით მათი ჩანაცვლება.

ამისთვის მომზადდა შესაბამისი ტექნიკური დავალება და სატენდერო დოკუმენტაცია, ჩატარდა ბაზრის კვლევები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციიდან მოზიდული იქნა სათანადო დაფინანსება.

მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ყველა მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 15 ნოემბერს, გამოცხადდა ტენდერი 97 ერთეულ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვაზე. ტენდერის გახსნა დაგეგმილია 2025 წლის 15 იანვარს. დაინტერესებული კომპანიებისათვის სათანადო ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. ასევე ინფორმაციის დასაზუსტებლად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.

პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 7 წელს, რომლის ფარგლებშიც 2030 წლის ჩათვლით ეტაპობრივად მოწოდებული იქნება თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 მატარებელი (13 ერთეული 4-ვაგონიანი და 9 ერთეული 5-ვაგონიანი).

ვაგონების პირველი პარტიის მიღება დაგეგმილი გვაქვს 2026 წლის ბოლოდან.

ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, აღნიშნული პროექტის თანადაფინანსებას ახორციელებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), შესყიდვის ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 200 მლნ ევროს.

ეს მეტროს ვაგონების განახლების პირველი ეტაპია. მეტროში მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, ჯამში გვესაჭიროება მინიმუმ, 212 ვაგონი. შესაბამისად, ეს პროექტი გაგრძელდება ძველი ვაგონების სრულ ჩანაცვლებამდე და უახლოეს წლებში დამატებით შესყიდული იქნება კიდევ 115 ვაგონი.

ახალი მატარებლები იქნება ე.წ. „გამჭოლი“ ვაგონებით; „ახმეტელი-ვარკეთილის“ ხაზს, დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლის ნაცვლად, მოემსახურება 5-ვაგონიანი მატარებლები, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა და გაუმჯობესდება მგზავრთა მომსახურების ხარისხი“, - განაცხადა კალაძემ.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way