USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის სატრანსპორტო გენერალური გეგმის ჩაბარების თარიღი აგვისტოს ნაცვლად, წლის ბოლოსკენ გადაიწევს
Date:  949
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის სატრანსპორტო გენერალური გეგმა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აგვისტოს ნაცვლად, წლის ბოლოს იქნება ჩაბარებული. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის განცხადებით, წლის ბოლომდე მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ყვითელი ავტობუსები .
 
„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სატრანსპორტო პლიტიკა, რომელიც იქნა ჩვენი მხრიდან გაჟღერებული და საზოგადოებამ კარგად იცის ჩვენი მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ჩვენ ამ კუთხით უკვე გადავდაგით რამდენიმე ნაბიჯი, დავიწყეთ არსებული ავტობუსების პარკის განახლება, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო და პრობლემას წარმოადგენდა ქალაქისთვის ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. წლის ბოლომდე მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ყვითელი ავტობუსები და თბილისს ეყოლება განახლებული ახალი „ევრო 6“ ტიპის ეკოლოგიურდ სუფთა ავტობუსები. ამ რეფორმაში გვეხმარება აზიის განვითარების ბანკი, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ამუშავებს სატრანსპორტო გენერალურ გეგმას. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება, რომ ავტობუსების ქსელები და მიმართულებები გვქონდეს შემუშავებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება აზიის განვითარების ბანკის პროექტს, ქალაქის სატრანსპორტო გენერალურ გეგმას, აგვსიტოსში უნდა ყოფილიყო ჩაბარებული, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, წლის ბოლომდე გადაიწევს ეს თარიღი“, - განაცხადა კალაძემ.
economics
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way