USD 2.7128
EUR 3.1550
RUB 3.3271
Tbilisi
კახა კალაძის განცხადებები 8 ოქტომბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე
Date:  79

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ნების დაფიქსირებისა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის.

 

კახა კალაძის თქმით, პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მიმდინარე არჩევნებზე დედაქალაქში უპრეცედენტოდ მაღალი შედეგები აჩვენა.

 

„პირველ რიგში, გილოცავთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით დასრულებას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქის ცხოვრებისთვის და განვითარებისთვის. ამ არჩევანით მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი ნება და მიზანი, რომ სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და თბილისის უკეთესი მომავალი. უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი ვაჩვენეთ თბილისში - საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის 71%-ზე მეტმა გამოგვიცხადა ნდობა. ეს არის 215 370 ამომრჩევლის ხმა, რაც ბევრად აღემატება 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში დაფიქსირებულ შედეგებს, სადაც პირველივე ტურში მივაღწიეთ წარმატებას. მე აღარ შევალ პოლიტიკურ სპეკულაციებში, რომელიც წამოიწყეს ურეიტინგო, რეალობას მოწყვეტილმა პოლიტიკოსებმა და მათ მიერ მართულმა ტელევიზიებმა მიღებულ ხმებთან დაკავშირებით. მათ ადგილი კიდევ ერთხელ მიუჩინა საქართველოს მოსახლეობამ.

 

განსკუთრებულ მადლობას გიხდით თქვენ თბილისილებს, მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. არ დავიღლებით თქვენს სამსახურში, არ დაგზარდებით, გემსახუროთ თავდაუზოგავად. თქვენი არჩევანი, თქვენი თითოეული ხმა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გამწვანებულ თბილისს, მეტად მოწესრიგებულ გამზირებს და ქუჩებს, ყველა იმ პროგრამის და პროექტის რეალიზებას, რაც სამოქმედო გეგმის სახით წარმოგიდგინეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მომდევნო ოთხი წელი დედაქალაქისთვის იქნება ყველაზე ამბიციური, მრავალფეროვანი და საინტერესო.

„გპირდებით, ამ ნდობას ვაქცევთ უდიდეს პასუხისმგებლობად თქვენს წინაშე. თბილისი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო განვითარებული, ევროპული ქალაქი. ამის გარანტიას მაძლევს თქვენი მხარდაჭერა და ძლიერი გუნდი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სახით. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ოთხი წელი იქნება ყველაზე ამბიციური, მრავალფეროვანი და საინტერესო. ჩვენ ერთად შევძლებთ, ღირსეულად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც დედაქალაქში ჯერ კიდევ გვაქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი სიძლიერე ზუსტად ჩემი გუნდია - ისინი აკეთებენ მნიშვნელოვან საქმეებს და უშუალოდ არიან ჩართული ყველა იმ პოლიტიკის განხორციელებაში, რაც ჩვენმა გუნდმა წამოიწყო. მადლობას ვუხდი თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის, იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად იჩენენ თქვენი ქალაქის მიმართ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ყურადღება მუნიციპალურ საკითხებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში ნანტის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მწვანე სივრცეების მოწყობას, ასევე, ბაღებისა და სკვერების რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს.

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია გვქონდა, ჩვენი მუნიციპალური სამსახურები არ გაჩერებულან და ქალაქისთვის საჭირო საქმეებს განაგრძნობდნენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, ცხოველების სასეირნო სივრცე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, განთავსდა საპარკე ავეჯი და მოსასვენებელი პავილიონები. ტერიტორიაზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აქვე აღინიშნა, რომ ნაძალადევის რაიონში, ნოე ჩხიკვაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნულ ქუჩაზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა და რამდენიმე დღეში სამუშაოები მთლიანად დასრულდება.

გარდა ამისა, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ნაძალადევის რაიონში გრძელდება გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა.

„25 მეტრი სიგრძისა და 4 მეტრი სიმაღლის საყრდენი კედელი მოეწყო კოკინაკის ქუჩაზე. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ლითონის უსაფრთხოების მოაჯირიც. აღნიშნულ მონაკვეთზე იყო საცალფეხო გზა, რაც მოქალაქეების გადაადგილებას აფერხებდა, იყო ცუდ მდგომარეობაში და პრობლემას წარმოადგენდა. ის მთლიანად მოწესრიგდება, განახლდება და რეაბილიტირდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონებში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.

„გამგეობების მიმართულებით გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტები. თითოეული რაიონი განახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოებს, მათ შორის უბნების დონეზე. ეს იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სკვერების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები. ჩვენ საარჩევნი დაპირება გავეცით, რომ მთელი თბილისის მასშტაბით არსებული ძველი ლიფტების ჩანაცვლების პროგრამას დავიწყებთ, რაც სერიოზულ პრობლემასა და საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქალაქისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილებით სარგებლობის სერვისი განახლდა, რომელიც მიზნად ისახავს ვიზიტორთათვის გადაადგილების კომფორტისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გადაადგილების პრაქტიკის დანერგვას.

მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღის მთავარ მარშრუტზე დამონტაჟდა 10 ტურისტული საინფორმაციო რუკა და განთავსდა ელექტრომობილის 10 გაჩერება.

„ახალი თანამედროვე სტანდარტებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის გათვლილი ელექტრომობილი უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას, რაც ბაღის უნიკალურ საკოლექციო ნაკვეთებსა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას ხელმისაწვდომს ხდის ყველა სეზონზე. ინიციატივა ემსახურება ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებას, ბაღის სივრცის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პრიორიტეტს მისი ტურისტული პოტენციალის განვითარება წარმოადგენს, შესაბამისად, ბაღი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას აღნიშნული მიმართულებით და სამომავლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე მუშაობს.

ამასთან, მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობას გაწეული შრომისა და ყოველდღიური საქმიანობისთვის.

tbilisi
ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონი, მე-4 კვარტლის N57 კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცე განახლდა
ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მრ, მე-4 კვ, N57 კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა
პროექტის მიხედვით, 300 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდა. დამონტაჟდა საბავშვო-გასართობი ატრაქციონის კომპლექტი. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა და ელექტრო გაყვანილობის ქსელი. დაიდგა მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები.
განხორციელებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 45 000 ლარი დაიხარჯა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way