USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები 15 ოქტომბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე
дата:  488
თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი რეაბილიტირდა.

მისი თქმით, დამთვალიერებელს კვლავ ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს განახლებული მუზეუმის სივრცეში დაცულ ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ უნიკალურ მასალას.

„მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივითა და თაოსნობით, ეროვნული გმირის დედის — ოლღა დემურია-კოსტავას მხარდაჭერით დაარსდა. დღეისთვის მუზეუმში დაცულია მერაბ კოსტავას პირადი ნივთები, მემორიალური ავეჯი, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები და ეროვნული მოძრაობის მონაწილეებთან დაკავშირებული უნიკალური დოკუმენტური მასალა: მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფოტოარქივი, წერილები, არალეგალური გამოცემები და სხვა იშვიათი არტეფაქტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის ინფორმაციით, მუზეუმის არსებობის განმავლობაში, პირველად ჩატარდა მისი სარემონტო სამუშაოები.

„რეაბილიტაციის შედეგად, მუზეუმის ფართობი საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო 2025 წლის მაისიდან დაიწყო ინტენსიური მუშაობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექსპოზიციის მოსაწყობად. მუზეუმი აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას იძლევა, უკეთ წარმოჩნდეს მერაბ კოსტავას ცხოვრება, მოღვაწეობა და მისი როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ასევე, შეიქმნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე და ფონდსაცავი, რაც მუზეუმში დაცული 20 000-ზე მეტი ექსპონატის სათანადო შენახვას უზრუნველყოფს. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც აღნიშნული სამუშაოების განხორციელებაში იყო ჩართული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აღდგა და განახლდა ხიდის კონსტრუქციული ნაწილი და დაზიანებული ელემენტები.

„დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ხიდზე მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. პირველ ეტაპზე, საინჟინრო-საკვლევი სამუშაოები განხორციელდა, რის საფუძველზეც დაიგეგმა სარეაბილიტაციო პროცესი.

პროექტის ფარგლებში აღდგა და განახლდა ხიდის კონსტრუქციული ნაწილი და დაზიანებული ელემენტები. ასევე, სანიაღვრე სისტემა შეიცვალა და დაემატა ცხაურები, ჩატარდა ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. გარდა ამისა, საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. გზის სავალი ნაწილი სრულად განახლდა - დაიგო ასფალტის საფარი და დაიხაზა. ხიდზე არსებული ტროტუარები სრულად რეაბილიტირდა და გარე განათების თანამედროვე, ენერგოეფექტური LED ლამპიონები მოეწყო. რეაბილიტაციის შემდეგ, ორთაჭალჰესის ხიდზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა, საავტომობილო მოძრაობა კი ორმხრივად აღდგენილია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ რამდენიმე ახლადრეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცის შესახებაც ისაუბრა.

კერძოდ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლებაში, N26 და N27 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები 12 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა. ტერიტორიაზე მოეწყო განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი პავილიონები, სპორტული არეალები, ასევე გამოყოფილია ატრაქციონები პატარებისთვის და საბავშვო მოედნები, სასმელი წყლის შადრევანი და განთავსდა საპარკო ავეჯი. ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებულია აღნიშნული სივრცე, რაც ძალიან კარგია. ახლა მთავარია, მოვუაროთ აღნიშნულ ტერიტორიას. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა რაიონში, უბნების დონეზე უნდა ვაწარმოოთ ამ ტიპის სამუშაოები, რათა იქ მცხოვრებ პატარებსა, თუ დიდებს ნორმალურ გარემოში დასვენების, გართობისა და ვარჯიშის საშუალება ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე მდებარე სკვერსაც ჩაუტარდა კაპიტალური რეაბილიტაცია.

„ანაპის 414-ე დივიზიონის ქუჩაზე („უნივერსამის“ მიმდებარე ტერიტორია) კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. პროექტის ფარგლებში, 4 000 კვ.მ ფართობზე შესრულდა გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დამონტაჟდა შადრევანი, განათების ბოძები, ტრენაჟორები, საბავშვო გასართობი ატრაქციონის კომპლექტი და დასასვენებელი პავილიონი. აღნიშნული სივრცე ყველანაირად მოწესრიგდა. მადლობა ყველა იმ კომპანიას, ვინც აღნიშნული სამუშაოების წარმოებაში მონაწილეობდა. ამ ტიპის პროექტების განხორციელებას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სხდომის დასასრულს, დედაქალაქის მერმა დიდ ლილოში რეკრეაციული სივრცის მოწყობის საკითხზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოები ნიავის ქუჩა N8-ში, დაახლოებით, 2 400 კვ.მ ფართობზე ხორციელდება.

„რეკრეაციული სივრცე ეწყობა დიდ ლილოშიც. შესაბამისი სამუშაოები დაახლოებით, 2 400 კვ.მ-ზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების, მოსასვენებელი და სავარჯიშო სივრცეების მოწყობა, ასევე, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ტერიტორია სრულად გამწვანდება. სკვერში, ასევე, ეწყობა გრუნტის დამჭერი კედლები და დამცავი ჯებირი, რაც მნიშვნელოვანია, რათა აღნიშნული სივრცე უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати