USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
კახა კალაძის დღევანდელი განცხადებები თბილისის მთავრობის სხდომაზე. სრულად
Date:  418

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთს შორის დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის მიმართ ინტერესი დიდია.

როგორც მან აღნიშნა, მატჩი 7 სექტემბერს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

„როგორც იცით, უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დიდია ქართველი გულშემატკივრის ინტერესი აღნიშნული თამაშის მიმართ, რასაც ადასტურებს უმოკლეს პერიოდში გაყიდული ყველა ბილეთი. საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში უმნიშვნელოვანეს წარმატებებს მიაღწია, რაც რასაკვირველია, არ არის შემთხვევითი. ეს არის თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო გუნდის, ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი შრომისა და იმ ძალისხმევის შედეგი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ სპორტის განვითარების კუთხით გასწია.

ასევე, არ შემიძლია არ გამოვყო ჩვენი ქომაგების, ფეხბურთის გულშემატკივრების როლი, რომელთა მხარდაჭერა უდიდეს ენერგიას მატებს ფეხბურთელებს. ჩვენ ვნახეთ ქართველი გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე. მადლობა მათ ამისთვის, რომ ჩვენს ფეხბურთელებს სტადიონზე საოცარი ატმოსფერო შეუქმნეს. შესაბამისად, კარგად მესმის გულისტკივილი, რაც საქართველო-ჩეხეთის მატჩზე უბილეთოდ დარჩენილ მოქალაქეებს გაუჩნდათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, 7 სექტემბერს, რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება მოეწყობა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გულშემატკივრის ქომაგობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიჭებისთვის. ამიტომ, ყველანი ვისურვებდით, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი დასწრებოდა მატჩს. მათთვის, ვინც ბილეთის გარეშე დარჩა, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და რესპუბლიკის მოედანზე, 19:00 საათზე ღია ჩვენებას გავმართავთ. ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი საგულშემატკივროდ. ადგილზე დამონტაჟდება ძალიან დიდი ეკრანები, განთავსდება კვების ობიექტები. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ გაახარებენ ქართველ გულშემატკივარს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ბოლო დღეებში პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც „დინამო არენას“ უსაფრთხოებას ეხება და აღნიშნა, რომ ეს არის სპეკულაციები.

„ამ დღეებში ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ, მათ შორის, პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციები, რომ თითქოს, მატჩის გამართვა „დინამო არენაზე“ უსაფრთხოა, უბრალოდ არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება. ამ საკითხს ფეხბურთის ფედერაცია უკვე გამოეხმაურა. მე არ შევალ დეტალებში და სპეკულაციებზე განცხადებას არ გავაკეთებ. ვფიქრობ, რომ ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ანალიზის გაკეთება შეუძლია, ყველაფერს კარგად მიხვდება და ასეთ პოლიტიკოსებს შესაბამის პასუხს გასცემს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ვაკის რაიონში, ავალიშვილის ქუჩის N8-ის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელი ეწყობა.

მისივე თქმით, საჭირო გახდა მოძრაობის შეზღუდვა, თუმცა გზა უკვე გახსნილია და პროექტი განხორციელების მეორე ეტაპზე გადავიდა.

„ამ დროისთვის, კორპუსებს შორის ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მილების და ჭების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ქსელის ჯამური სიგრძე 145 გრძივ მეტრს შეადგენს. ამისთვის სრულად გადაიკეტა კორპუსებთან მისასვლელი გზა და ადგილობრივი მცხოვრებლები ალტერნატიული გზით სარგებლობენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სანიაღვრე ქსელის პროექტს ვაკის რაიონის გამგეობა ახორციელებს.

„სამუშაოები 09:00-დან 23:00 საათამდე ხორციელდება. სანიაღვრე ქსელის მოწყობის პროექტი 15 სექტემბრისთვის დასრულდება, რის შემდეგაც რეაბილიტირებულ პერიმეტრზე ასფალტის საფარი დაიგება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ზაჰესის დასახლებაში, შოთაძის მეორე შესახვევში, დაახლოებით, 2 000-მდე კვადრატულ მეტრზე სკვერი ეწყობა.

კახა კალაძის თქმით, ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე, მოსასვენებელი პავილიონი.

„სკვერში დამონტაჟდება სარწყავი სისტემა და გარე განათებები LED სანათებით. ყველაფერი იქნება გათვალისწინებული, რასაც პარკებისა და სკვერების მოწყობის დროს ვაკეთებთ. მსგავსი სკვერების მოწყობა მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, წლის ნებისმიერ დროს აღნიშნული სივრცე დასვენებისა და გართობისთვის გამოიყენონ. დედაქალაქის მთავრობის დამოკიდებულებას, რომელიც 2017 წლიდან გვაქვს, არ ვცვლით, რომ ქალაქში რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცე გავაჩინოთ, ახალი პარკების პროექტები განვახორციელოთ და არსებული სკვერების რეაბილიტაცია მოვახდინოთ. ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარუდგენს ქალაქისთვის მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტებს რეკრეაციასთან დაკავშირებით.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way