USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
კახა კალაძემ ვიცე-მერი, თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა
дата:  1137

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერი და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატები წარადგინა.

როგორც კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო მოადგილეების თანამდებობას ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია დაიკავებენ.

„ ვიცე-მერის თანამდებობაზე კვლავ წარმოგიდგენთ ირაკლი ხმალაძეს, რომელმაც, გასული წლების მანძილზე, უდიდესი წვლილი შეიტანა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებში და სხვა მსხვილი რეფორმების განხორციელებაში. ირაკლი ნამდვილად ძალიან ფასეული კადრია, რომელიც ყოველთვის ეძებს ჩვენი ქალაქის განვითარების ახალ სივრცეებს და ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაშიც კი ოპტიმალურ გამოსავალს პოულობს ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეეების ინტერესების სასარგებლოდ.

მერის მოადგილის პოსტზე წარდგენილია ილია ელოშვილი! მინდა პირადად ჩემი, ჩვენი გუნდისა და თბილისელების სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადო მას, გაწეული შრომისთვის. მინდა გამოვყო დაუსრულებელი მშენებლობების და ამ მშენებლობებით დაზარალებული ადამიანების პრობლემის მოგვარება.

გასული 4 წლის განმავლობაში, ირაკლი ბენდელიანმა ძალიან ნაყოფიერად იმუშავა და საკუთარი უდიდესი წვლილი შეიტანა, პრაქტიკულად, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომლებმაც დედაქალაქის ყოველდღიური ცხოვრებიდან უამრავი ბარიერი გააქრო. ირაკლის და მისი გუნდის დიდი დამსახურებაა, რომ ყოველდღიურად ახლდება და სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება თანამედროვე სტანდარტებს თბილისის ინფრასტრუქტურა. მადლობა ირაკლის თავდაუზოგავი შრომისთვის და წინასწარ შეგვიძლია შევპირდეთ მას, რომ მომავალი წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად იქნება დატვირთული.

ანდრია ბასილაიამ ჯერ ურბანული სამსახურის ხელმძღვანელის, შემდეგ კი მერის მოადგილის პოზიციაზე მუშაობისას ყველას გვიჩვენა საკუთარი საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიებულების მაგალითი და განსაკუთრებული როლი შეასრულა მერიის - სოციალური, განათლების და კულტურის პოლიტიკის სწორად წარმართვაში. ანდრიამ ნამდვილად დაიმსახურა ჩვენი გუნდის, პირადად ჩემი და იმ ადამიანების ნდობა ვის საქმესაც ის ყოველდღიურად აკეთებს. ამიტომ, ის, რა თქმა უნდა, განაგრძობს მუშაობას ჩემს მოადგილედ და ერთად კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. თბილისის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რამდენად ეფექტიანად მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები“,- აღნიშნავს კალაძე.

კახა კალაძის ინფორმაციით, მერიის ადმინისტრაციას ვალერი ჭიღლაძე უხელმძღვანელებს. თბილისის ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკას კვლავ ვიქტორ წილოსანი წარმართავს, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად წარდგენილია ლევან ჯღარკავა; ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი თავართქილაძე. არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი იქნება თეიმურაზ ბოლოთაშვილი.

„პირველ რიგში წარმოგიდგენთ მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვალერი ჭიღლაძეს. ვალერი არის ძალიან კარგი მენეჯერი. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ ერთად ბევრი რამ გავიარეთ და ვალერი ყოველთვის წარმატებით ართმევდა თავს საკუთარ უფლებამოვალეობებს. ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს - გიორგი აბუთიძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური ჩაბარდება - ვახტანგ ლომჯარიას; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური - გიგა გიგაშვილს; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს - ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს; იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარმოგიდგენთ - სერგო ბირკაძეს; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გაუძღვება - გელა ჩივიაშვილი; მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსად გთავაზობთ - გიორგი პაპავას კანდიდატურას; საფინანსო საქალაქო სამსხურს კვლავ - გაიოზ თალაკვაძე უხელმძღვანელებს; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარვადგენთ - ნიკოლოზ ჭონქაძეს; მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს - კახა გულედანი“,- აღნიშნავს მერი.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати