USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
კახა კალაძემ საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის განკუთვნილი სტიკერები და QR კოდები რამდენიმე ტაქსის მძღოლს პირადად გადასცა
дата:  671

უკვე რამდენიმე დღეა, თბილისის მერიის სერვის ცენტრებში A კატეგორიის ტაქსებისთვის საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის განკუთვნილი სტიკერებისა და საბანკო გადახდებისთვის განკუთვნილი QR კოდების გაცემა დაიწყო.

მაიდენტიფიცირებელ სტიკერს მხოლოდ ის თეთრი ტაქსები მიიღებენ, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, ხოლო QR კოდის მიღება ამავე კატეგორიის ტაქსის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია.

სტიკერები და QR კოდები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს რამდენიმე ტაქსის მძღოლს პირადად გადასცა და მედიას აღნიშნული სიახლის მიზანი კიდევ ერთხელ განუმარტა.

„22 მაისიდან დავიწყეთ 10 წლამდე ასაკის ტაქსებისთვის ახალი სტიკერების გაცემა. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საავტობუსო ზოლში იარონ პირველი ივნისიდან, შესაბამისად, ეს სტიკერი იქნება მანიშნობელი იმ ადამიანებისთვის, ვინც სარგებლობს ტაქსის სერვისით. ეს სტიკერი იქნება საქარე მინის მარჯვენა, ზედა მხარეს დაკრული. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იმისათვის, რომ წავახალისოთ ტაქსის მძღოლები, რათა განაახლონ თავიანთი ავტომობილები. გარდა ამისა, მათ, ვისაც ამის სურვილი აქვთ, ეძლევათ შესაძლებლობა, რომ უსასყიდლოდ გადაეცეთ QR კოდები. ეს ნებაყოფლობითია. QR კოდები მიბმული იქნება ნებისმიერ ანგარიშზე, შეიძლება ეს იყოს საკუთარი, მეუღლის, შვილის და ა.შ. ძალიან მარტივად ხდება გადახდა და მაშინვე აღირიცხება ეს თანხა. ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია ტაქსის მძღოლს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა არაუმეტეს 10 წლის ასაკის ტაქსის მძღოლებს, მივიდნენ მუნიციპალურ სერვის ცენტრებში და აიღონ შესაბამისი სტიკერი.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати