USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
კახა კალაძემ მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებული 29 მილიონიანი ტენდერი დროებით გააჩერა
дата:  1610

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს დროებით აჩერებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტენდერის შეჩერების მიზეზი COVID19-თან დაკავშირებით არსებული რეალობაა.

„რამდენიმე დღის წინ განცხადება გავაკეთე, რომ სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს ბიუჯეტში ცვილებების შეტანა, ბევრ პროექტზე უარი ვთქვათ იმ გარემოებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, მსოფლიოში. შესაბამისად, ტენდერი, რომელიც 13 მარტს იყო გამოცხადებული, იქნება შეჩერებული. სამწუხაროდ, ასევე შეჩერდება ბევრი სხვა პროექტი. თუ რომელი პროექტი, მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით სრულ ინფორმაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია 300 მიკროავტობუსს 29 მილიონ ლარად ყიდულობდა. ტრანსპორტის ფერი ყვითლის ნაცვლად ლურჯი უნდა ყოფილიყო.

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати