USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
კახა კალაძემ ახლადრეაბილიტირებული „გეგეშიძის ბაღი“ მოინახულა
дата:  938

დედაქალაქის მერმა მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ახლადრეაბილიტირებული სკვერი, ე.წ. „გეგეშიძის ბაღი“ დაათვალიერა.

კახა კალაძის თქმით, სკვერის არეალი გაფართოვდა და რეაბილიტირდა.

„გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. პატარა დეტალები არის გასაკეთებელი, რომელსაც ხვალ მთლიანად დაასრულებენ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება, რადგან თვითონ ეს ბაღი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და საჭიროებდა განახლებას. თქვენ იცით, რომ აქ „ბურგერ ბარი“ იყო, რომელიც აღებულია და ამ ბარის ადგილზე მწვანე სივრცე მოეწყო, რითაც უფრო გაფართოვდა ბაღის არეალი. ერთადერთი, რაც დარჩა, არის კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი, რომელიც თაბაშირითაა გაკეთებული და ბრინჯაოში ჩამოისხმება. პროექტი მომავალ წელს განხორციელდება, რაც ჩვენი დაპირება იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა თანამედროვე საპარკე ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და შადრევანი, ხოლო თარგების გამწვანების მიზნით ჩატარდა ყველა საჭირო ღონისძიება: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 1600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგო 600 ძირი, სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი.

განხორციელებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 800 000 ლარს.

გაწეულ სამუშაოებს, ასევე, ადგილზე გაეცნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძე, საკრებულოს წევრი ლევან ჯაფარიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати