USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
კახა კალაძემ 66 ოჯახს წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ 1 ლარად გადაეცათ
Date:  532

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 66 ოჯახს გადასცა. მათგან 56 ოჯახი სამგორის რაიონში ცხოვრობს, ხოლო 10 - კრწანისის რაიონში. წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები ამ ოჯახებს სიმბოლურ 1 ლარად გადაეცათ.

„დღეს 66 ოჯახი გავაბედნიერეთ, რაც ჩემთვისაც ძალიან სასიხარულოა, როგორც ქალაქის მერისთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის. ეს პროგრამა 2017 წელს დავიწყეთ და ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ აღნიშნული პროგრამის მოგვარებაში მოქალაქეებს დავეხმარებოდით. დღეის მდგომარეობით 3000-მდე ოჯახი გვყავს დაკმაყოფილებული, რომელსაც საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გადაეცა. ცხადია, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც აწუხებს ეს საკითხი. მათ უნდა მიმართონ თავისივე რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ. ჩვენი თანამშრომლები ყველანაირად დაეხმარებიან და აუხსნიან, თუ რა საბუთებია შესაგროვებელი იმისთვის, რომ შემდეგ მოხდეს აღნიშნული ფართების დაკანონება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way