კიდევ ერთი, უდიდესი გამოწვევებით სავსე, დიდი ბრძოლის წელი მიიწურა. წელს მთელი მსოფლიოს, ჩვენი ქვეყნის, თითოეული ოჯახის, თითოეული ადამიანის მთავარი გამოწვევა იყო კორონავირუსთან ბრძოლა და ეს ბრძოლა გრძელდება, - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
თბილისის მერმა 2020-ის საქმიანობა შეაჯამა.
„ძალიან რთულია, როდესაც პრაქტიკულად, ომის პირობებში გიწევს დაგეგმილის განხორციელება ან კიდევ უფრო უარესი - როცა ეს გეგმა იცვლება. წელს სწორედ ასეთი წელი გვქონდა - ბევრი დაგეგმილი პროექტი ბოლომდე მივიყვანეთ, ბევრიც მომავალი წლისთვის გადავდეთ. რა თქმა უნდა, ფორსმაჟორულ ვითარებაში ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ მთავარია, რომ ეს გეგმები აუცილებლად შესრულდება 2021 წელს, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი - მილიარდ 100 მილიონი ექნება და მისი მესამედი მიემართება სოციალურ და ჯანდაცვის სფეროს“, - განაცხადა კალაძემ.