USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
კახა კალაძემ 2020 წლის ანგარიში წარადგინა
дата:  1202

კიდევ ერთი, უდიდესი გამოწვევებით სავსე, დიდი ბრძოლის წელი მიიწურა. წელს მთელი მსოფლიოს, ჩვენი ქვეყნის, თითოეული ოჯახის, თითოეული ადამიანის მთავარი გამოწვევა იყო კორონავირუსთან ბრძოლა და ეს ბრძოლა გრძელდება, - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

თბილისის მერმა 2020-ის საქმიანობა შეაჯამა.

„ძალიან რთულია, როდესაც პრაქტიკულად, ომის პირობებში გიწევს დაგეგმილის განხორციელება ან კიდევ უფრო უარესი - როცა ეს გეგმა იცვლება. წელს სწორედ ასეთი წელი გვქონდა - ბევრი დაგეგმილი პროექტი ბოლომდე მივიყვანეთ, ბევრიც მომავალი წლისთვის გადავდეთ. რა თქმა უნდა, ფორსმაჟორულ ვითარებაში ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ მთავარია, რომ ეს გეგმები აუცილებლად შესრულდება 2021 წელს, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი - მილიარდ 100 მილიონი ექნება და მისი მესამედი მიემართება სოციალურ და ჯანდაცვის სფეროს“, - განაცხადა კალაძემ.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати