USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
კახა კალაძემ ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა
дата:  362

დედაქალაქის მერმა ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, რომელშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ვერ იკანონებდნენ, სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ.

დედაქალაქის მერის თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამით უკვე 3000-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა.

„ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ეს ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ფართებში, რომელთა დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ჩვენ 2017 წლიდან დავიწყეთ აღნიშნული პროგრამა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და 3000-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აღნიშნულ პროგრამას, რათა ყველა ოჯახს, ყველა მოქალაქეს, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, დაუკანონდეს საცხოვრებელი ფართი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოწმობების გადაცემასთან ერთად, აღნიშნულ 66 ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელიც მიულოცა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები კახა კახიშვილი და კახა ლაბუჩიძე, ასევე ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати