USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, ოსებისთვის შესაძლო ბოდიშის მოხდაზე, შეაფასა - პატარა ნაბიჯი გადაიდგა და რა დღეში ჩავარდით?
дата:  312

ნახეთ, პატარა ნაბიჯი გადაიდგა [ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ] და რა დღეში ხართ? რა მდგომარეობაში ჩავარდით? დარწმუნებული ვარ, როდესაც კონკრეტიკაზე მივა საუბარი და იმედი მაქვს, ეს მალე იქნება, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ მოხდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანას არ ეყოლებოდა არც ერთი დაღუპული გმირი, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივი ქმედებები”.

„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რასაც თქვენ ახორციელებთ და ქადაგებთ უკვე მესამე დღეა. ამას ჰქვია სუფთა პოლიტიკური სპეკულაცია, ტექსტიდან ამოგლეჯილი. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის სამარცხვინო, რასაც თქვენ კადრულობთ. მაჩვენეთ კონკრეტული წინადადება, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ოკუპანტებს ან მკვლელებს მოვუხდით ბოდიშს. სად იყო ასეთი რამ ნათქვამი? ეს არის ტყუილი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც დგამს ნაბიჯებს, რათა მოვახდინოთ ქვეყნის გამთლიანება. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ყველა ღირსეული

ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა და სამშობლო, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი.

ერთი რამ მინდა გითხრათ, თქვენ საუბრობდით დაღუპულ გმირებზე, ამაზე სპეკულირებდით. არც ერთი დაღუპული ადამიანი, ჩვენი გმირი არ იქნებოდა, რომ არა თქვენი ბინძური პოლიტიკა, თქვენი მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეთ ქვეყანას, აკადრეთ ქართველ ხალხს, დავალება გარედან შეასრულეთ, დააკარგვინეთ ქვეყანას ტერიტორიები. ამით დავკარგეთ ჩვენ ჩვენი გმირები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ათი ათასობით ადამიანი დევნილად აქციეთ. ეს იყო თქვენი მოღალატეობრივი პოლიტიკა, რისთვისაც გარწმუნეთ და გაძლევთ პირობას, მოგიწევთ პასუხის გაცემა აუცილებლად”, - მიმართა კახა კალაძემ ჟურნალისტს.

ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას” კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება იმისთვის სჭირდება, რომ მათ შორის, მოხდეს ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება.

„ქართულმა ოცნებამ” რამდენჯერმე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება. იქ ჩამოთვლილია, რატომაა ეს მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მათგანი არის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული. ზუსტად ამ რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც დღეს ოპოზიციის სახით გვევლინება და გარედან იმართება, ჰყავთ ერთი პატრონი. ვთქვით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რომ დადგება, ზუსტად ესენი ყველაფერს გააკეთებენ და შეეწინააღმდეგებიან ამ პროცესებს.

ნახეთ, პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ? რა მდგომარეობაში ჩავარდით? დარწმუნებული ვარ, როდესაც კონკრეტიკაზე მივა საუბარი და იმედი მაქვს, ეს მალე იქნება, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ მოხდეს. ეს ხართ თქვენ, სამწუხაროდ”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати