USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
კახა კალაძე ჟურნალისტს - რა კითხვასაც ახლა თქვენ სვამთ, ეს არის ჩვეულებრივი მონური აზროვნება
თარიღი:  324

რა კითხვასაც ახლა თქვენ სვამთ, ეს არის ჩვეულებრივი მონური აზროვნება და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ევროპაში შესვლა, სტატუსის მიღება, მხოლოდ ცალ ფეხზე დგომით არის შესაძლებელი, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, სხვა რა არის, თუ არა მის მიერ გაკეთებული ანტიდასავლური განცხადება, რომ „ჩვენ ასეთი ევროპა არ გვინდა“.

ჟურნალისტმა კალაძეს ეს კითხვა მას შემდეგ დაუსვა, რაც კალაძემ აღნიშნა, რომ ვერავინ მოიყვანს ვერც ერთ მაგალითს იმისას, რომ ის ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს.

„თქვენ ვერ დამისახელეთ ვერც ერთ განცხადებას, ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ მე გამეკეთებინოს ანტიდასავლური განცხადება. თუ თქვენ ანტიდასავლურს უწოდებთ იმ კონკრეტული ადამიანების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პასუხს, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის მიმართ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაქცია, ყოველთვის იქნება შესაბამისი პასუხი, როდესაც არის მცდელობა, რომ თვალებში ნაცარი შეგვაყარონ. ჩვენ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს. ან როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავია, არც ეს არ უნდა გაატარო, მაქსიმალურად უნდა მიაწოდო მოსახლეობას ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე“,- განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, მმართველი გუნდი ყოველთვის რეაგირებს ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და როგორც კალაძემ აღნიშნა, შეურაცხყოფა არის ის, როდესაც კანდიდატის სტატუსის საპირწონედ სააკაშვილის საქმეს აყენებენ.

„რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ: "არ გვჭირდება ასეთი ევროპა“, - მე ვსაუბრობ იმ შეურაცხყოფებზე, რაც ისმის კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებიც მოგვევლინებიან, რომ ვითომ საქართველოს მეგობრები არია. რეალურად ამ ადამიანებს, არც დემოკრატიასთან, არც ევროპასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია ის განცხადება, როდესაც, მაგალითად, სტატუსის მიღების საპირწონედ და ევროკავშირში გაწევრიანების საპირწონედ კრიმინალ სააკაშვილის საკითხს გიყენებენ. რა თქმა უნდა, ეს შეურაცხმყოფელია და ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება. რა კითხვასაც ახლა თქვენ სვამთ, ეს არის ჩვეულებრივი მონური აზროვნება და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჯერ კიდევ საქართველოში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ევროპაში შესვლა, სტატუსის მიღება, მხოლოდ ცალ ფეხზე დგომით არის შესაძლებელი“,- განაცხადა კალაძემ.

კალაძე ასევე გამოეხმაურა „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება ხელმძღვანელობის სხდომაზე „ქართული ოცნების“ სტატუსის შეფასება მოხდეს და აღნიშნა, რომ თუ მათთან წინააღმდეგობაში მოდის ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვა, მაშინ „ქართულ ოცნებას“ ამ პარტიაში არაფერი ესაქმება.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ძალიან ბევრჯერ მოგვიწევს ამის გამეორება, რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რითაც ვამაყობთ, არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი წარსული, ტრადიციები, ღირებულებები, რომელზეც დაფუძნებულია მაგალითად ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ჩვენ გვგონია და ვფიქრობთ, რომ ამ ღირებულებებით უნდა გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია და რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვაკეთებთ. როდესაც ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გულდასაწყვეტია თუ მათ მართლა აქვთ ეს დამოკიდებულება. მოდით ვნახოთ, რაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა და რაზე იყო კონკრეტული ყურადღება გამახვილებული - იყო ტრადიციებზე, კულტურაზე, ღირებულებებზე, ოჯახზე და თუ ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ პარტიასთან, რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენ არაფერი გვესაქმება ამ პარტიაში“,- განაცხადა კალაძემ.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.