ყველას გვახსოვს 13 ივნისი - დღე, რომელმაც წაგვართვა ათობით ადამიანის სიცოცხლე და გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით ასევე ათობით ადამიანი გადარჩა, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„დღეს 13 ივნისია - ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე. ყველას გვახსოვს დღე, რომელმაც წაგვართვა ათობით ადამიანის სიცოცხლე და გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით ასევე ათობით ადამიანი გადარჩა.
ამ უმძიმესმა ტრაგედიამ აღმოგვაჩენინა ახალი თბილისი - ათასობით ახალგაზრდა, რომელიც გაერთიანდა და ნუგეშად იქცა მთელი ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს რამდენად რთული მდგომარეობა იყო და როდესაც გათენდა, სრულიად საქართველო გაერთიანდა, ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის გვერდით დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სული.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ყველაფრის აღდგენა შესაძლებელია, დანგრეული ინფრასტრუქტურის, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ დავიბრუნებთ ჩვენს თანაქალაქელებს“, - აღნიშნა კალაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.