USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
კახა კალაძე: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ვერეს ხეობაში ახალ გზაზე მოძრაობა შეიზღუდა - ეს არაა სიმართლე და ყველას ვთხოვ, ნუ გავავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას
дата:  524

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერეს ხეობაში, ახალ გზაზე პრობლემები იყო და მოძრაობა შეიზღუდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, უხვმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემა გლდანში შექმნა.

„თბილისში უხვი ნალექი მოვიდა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა ზოგ რაიონში. ყველაზე დიდი პრობლემაა გლდანში, ასევე, არის ქუჩები, სადაც მოხდა ხეების დაზიანება, დაიტბორა სივრცეები. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გამოსულია და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერეს ხეობაში, ახალ გზაზე პრობლემები იყო, მოძრაობა შეიზღუდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი თხოვნაა, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ",- აღნიშნა კალაძემ.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати