USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
კახა კალაძე: ვგეგმავთ სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას, ამით მოქალაქეებს ბავშვების გადაყვანის საშუალებაც ექნებათ
дата:  621

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანა იგეგმება. როგორც მან “ფეისბუქის” პირდაპირ ჩართვაში განაცხადა, მათი მეშვეობით მოქალაქეები ბავშვების გდაყვანასაც შეძლებენ.

„მომავალში დედაქალაქის მერია გეგმავს ველოსიპედების, ასევე, სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას. მათ, ვისაც უფრო კომფორტულად უნდა მგზავრობა, შეუძლიათ, ბავშვები ჩაისვან უკან. ასეთი ველოსიპედის შემოყვანასაც ვაპირებთ მომდევნო თვეების განმავლობაში. ამ პროექტს უშუალოდ მერია განახორციელებს. მუნიციპალიტეტი ველოსიპედების შემოყვანას მომდევნო თვეების განმავლობაში აპირებს და ამ ველოსიპედებით სარგებლობის საფასურს მოსახლეობა, სავარაუდოდ, მეტრომანებით გადაიხდის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати