USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
კახა კალაძე უტა ივანიშვილის რუსულ პასპორტზე - ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში
дата:  1078

წლების განმავლობაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გყავდათ რუსი, ხმა არ ამოგიღიათ და უტა ივანიშვილს რუსული პასპორტი აქვს, ეს არის ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა? - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, აჩენს თუ არა კითხვას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების მიერ რუსული პარტის ქონა და რატომ არ თმობენ ბერა და უტა ივანიშვილები რუსეთის მოქალაქეობას?

კახა კალაძის განცხადებით, ის ამ საკითხში ვერანაირ პრობლემასა და კითხვის ნიშნებს ვერ ხედავს.

„უტა ივანიშვილის მიერ რუსული პარტის ქონა დანაშაულია? რა კითხვის ნიშნებს აჩენს, როცა წლების განმავლობაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გყავდათ რუსი და ხმა არ ამოგიღიათ; უტა ივანიშვილს რომ რუსული პასპორტი აქვს, ეს არის ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა? ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გვყავდა რუსი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 
 
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати