USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
კახა კალაძე: თუ გენგეგმით მიწის ნაკვეთის სტატუსი გაუარესდა, თბილისის მერია ვალდებულია, გამოისყიდოს მიწა, ან მოახდინოს ადგილმონაცვლეობა
Date:  509

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული სიუჟეტი, სადაც ოპოზიცია თითქოს, ამხელს თბილისის მერიას კორუფციულ გარიგებებში, არის სრული ტყუილი. ამის შესახებ მან მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

მისი განმარტებით, მოქალაქე შალვა ქვრივიშვილის საქმეში არანაირი კორუფციის კვალი არ იკვეთება. ეს არის სტანდარტული შემთხვევა - როდესაც მიღებული გენგეგმით ხდება მიწის სტატუსის გაუარესება, თბილისის მერია პირდაპირ ვალდებულია, გამოისყიდოს მიწა ან მოახდინოს მისი ადგილმონაცვლეობა.

„როდესაც გენგეგმით ხდება მიწის ნაკვეთის სტატუსის გაუარესება, დედაქალაქის მერია პირდაპირ ვალდებულია, ან გამოისყიდოს არსებული მიწა ან მოახდინოს ადგილმონაცვლეობა, რომ კერძო მესაკუთრეს პრობლემა არ შეექმნას და პირობები არ გაუუარესდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მესაკუთრეს გაუუარესდა მიწის სტატუსი. არსებულ ნაკვეთზე ის შენობა-ნაგებობას ვეღარ ააშენებდა. ამიტომაც მოხდა ამ მიწის მონაცვლეობა. მსგავსი შემთხვევები ბევრი ხდება, სადაც თბილისის მერია ვალდებულია, გამოისყიდოს ან სტატუსი შეუცვალოს ნაკვეთს“, - განმარტა კახა კალაძემ.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way