USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Тбилиси
კახა კალაძე შაბათ-კვირას მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის ინიციატივით გამოდის
дата:  4135

კახა კალაძე, დაწესებული რეგულაციების გაუქმების შემდეგ, კვირაში ორი დღე, შაბათ-კვირას მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე, მოქალაქეებისადმი პირდაპირ მიმართვაში განაცხადა:

„როდესაც უკვე აღდგება მოძრაობა, როდესაც დაიწყებენ მუშაობას შესაბამისი სამსახურები, გვაქვს იდეა და გვინდა კითხვის სახით დავსვათ, მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით - კვირაში ორი დღის განმავლობაში ხომ არ გავაკეთოთ კერძო ავტომობილების აკრძალვა და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ აუცილებლობის პირობებში თავისუფლად შეძლონ გადააადგილება ადამიანებმა, როგორც ავტობუსებით, ასევე მეტროთი? უბრალოდ მაინტერესებს მოსახლეობის აზრი. ეს უბრალოდ ჩვენი იდეაა, ამას დახვეწა დასჭირდება და ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ და გვექნება ინტერაქტივიც. საინტერესო იქნება ეს ყველაფერი, რომ შევინარჩუნოთ ეს მონაცემები, რაც არის ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ეკოლოგიოური მდგომარეობა არის ძალიან გაუმჯობესებული. დარგის სპეციალისტები ხუმრობდნენ, რომ თბილისში, როგორც ბახმაროში ისეთი ჰაერია დღეის მდგომარეობით, რაც მართლაც მნიშვნელოვანია და ალბათ ყველა ადამიანი ამჩნევს. ამას სჭირდება მოფრთხილება. ეს არის ჩვენი წინადადება, რომელიც იქნება განხილვადი მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დავიწყებთ ნორმალურ ცხოვრებას და ხომ არ გავაკეთოთ ორი დღის განმავლობაში აკრძალვა კერძო ავტომობილების შაბათ-კვირას? რა თქმა უნდა, ამას დახვეწა სჭირდება და რაღაცების გათვალისწინება მოგვიწევს ისე, რომ პრობლემა არ შევქმნათ“.

წყარო:https://www.facebook.com/

Тбилиси
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати