USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
კახა კალაძე: საზოგადოებამ სიმართლე იხილა, როგორ ტოვებენ ჩემი შვილები შოვს და ნახა, რისი მკადრებელია ზოგიერთი მედიასაშუალება თუ პოლიტიკოსი
თარიღი:  987

მინდა შევეხო ჭორს, არასწორ ინფორმაციას, რომელიც ჩემთან და ჩემს ოჯახთან მიმართებაში იქნა გავრცელებული მიზანმიმართულად, რომ თითქოს მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი და სახელმწიფო ვერტმფრენის საშუალების ჩემი შვილები გამოვიყვანე სტიქიის ზონიდან. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, არასწორი ინფორმაცია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ამასთან დაკავშირებით მე გავაკეთე განმარტებები, საზოგადოებას ვუთხარი სიმართლე. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც ასე იმოქმედებდა და ამ ნაბიჯებს გადადგამდა. მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ვინც ამას გააკეთებდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებთ მიზანმიმართულად და იმისთვის, რომ გამაშავოთ პირდაპირ მე და აგრესიულად განაწყოთ ადამიანები ჩემ მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ. ზუსტად ამის მცდელობა იყო აღნიშნული სიცრუე და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეს იყო დიდი ბოროტება. ამ საკითხზე მე მომმართა რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედმა“, რომ მიმეცა უფლება მოეპოვებინათ ვიდეოკამერის ჩანაწერები, როგორ გამოდის როგორ გამოდიან სასტუმრო „შოვიდან“ ჩემი მცირეწლოვანი შვილები. რა თქმა უნდა მე მივეცი თანხმობა. საზოგადოებამ სიმართლე თავად იხილა და ნახა, რისი მკადრებელია ზოგიერთი მედიასაშუალება, პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური აქტივისტი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იყვნენ ისეთი ადა იანებიც, ვინც აღნიშნული ბოროტება დაგმო. იყო უამრავი ჟჟურნალისტი, რომელიც ოპოზიციურ ტელეარხში მუშაობს და არ წყდებოდა სმსები და შეტყობინებები ჩვენს პრესსამსახურთან, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიბინძურე და მადლობა თითოეულ მათგანს ამ პოზიციისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

„ქრონიკამ“ კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ Sunset Shovi-ს ტერიტორიის დატოვების ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა.

მასალა კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ სასტუმროს ტერიტორიის დატოვების პერიოდს ასახავს 3 აგვისტო 14:08 საათზე.

კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ კალაძის ოჯახის წევრები კურორტს საკუთარი ავტომობილით ტოვებენ.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის