USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
კახა კალაძე სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებასთან დაკავშირებით - მე ბიუჯეტის ხარჯზე არ მიმგზავრია, გადავრიცხე საკუთარი თანხები
дата:  527

მე დასამალი არაფერი მაქვს და რაც არ უნდა ჩხრიკოთ, რაც არ უნდა ეძიოთ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, რომ კახა კალაძეს რაიმე არასწორი, არაკანონიერი, კანონის საწინააღმდეგო ჩაედინოს - მე ბიუჯეტის ხარჯზე არ მიმგზავრია, გადავრიცხე საკუთარი თანხები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის განმარტებით, მისსავე დეკლარაციაში, სამთავრობო თვითმფრინავით სარგებლობის თანხები პირად ხარჯებში არის ასახული.

"ჩემი ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში, ასე რომ იმის მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, არ გამოგივათ. მე დასამალია არაფერი მაქვს და რაც არ უნდა ჩხრიკოთ, რაც არ უნდა ეძიოთ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, რომ კახა კალაძეს რაიმე არასწორი, არაკანონიერი, კანონის საწინააღმდეგო ჩაედინოს.

პირველი მე ვიყავი, ვინც დავადასტურე, რომ მისარგებლია, მაგრამ არა ბიუჯეტის ხარჯით, რომელსაც აკეთებდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი წლების განმავლობაში და იცით, რომ მილიონობით თანხები არის გაფლანგული პირადი ვოიაჟებისთვის, რაც ძალიან მძიმე და ცუდია," - განაცხადა კალაძემ.

Тбилиси
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

более
голосование
Кстати