USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
კახა კალაძე: როგორც ირაკლი კობახიძეს, ასევე ირაკლი ღარიბაშვილს სრული მხარდაჭერა აქვს. გუნდი არის ერთიანი
Date:  

როგორც ირაკლი კობახიძეს, ასევე ირაკლი ღარიბაშვილს, ორივეს სრული მხარდაჭერა აქვს. გუნდი არის ერთიანი. რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცებისთვის“ ეს სამწუხარო ინფორმაციაა, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ცვლილებები მმართველ გუნდში ყოველთვის ხდებოდა და მომავალშიც მოხდება

„2024 წელი არის საპარლამენტო არჩევნების წელი და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა გუნდში, მომავალშიც მოხდება. სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესს ვატარებდეთ“, - განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნება“ მერვე ყრილობისთვის ემზადება. რამდენიმე საათში ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, ცნობილია, რომ პარტიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ყრილობამდე პოლიტსაბჭოს სხდომა შედგება და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძეს ოფიციალურად წარადგენს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way