USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
კახა კალაძე: რამდენიმე პროექტი, მათ შორის, წერეთლის გამზირის, ქეთევან წამებულის, ვაჟა-ფშაველას ტერიტორიების რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე ვერ დაიწყება
Date:  1489

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები თბილისში, რომლის დაწყებაც დაგეგმილი იყო, ამ ეტაპზე ვერ განხორციელდება, მათ შორის, წერეთლის გამზირის, ქეთევან წამებულის, ვაჟა- ფშაველას, ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაცია. 

"მინდა, ჩვენ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით მიგაწოდოთ ინფორმაცია. იცით, რომ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვქონდა 2020 წელს პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, თუმცა, სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გარკვეულ პროექტებს ჯერ ვერ ვიწყებთ. ასეთი პროექტებია მაგალითად, წერეთლის გამზირი, რომლის სრული რეაბილიტაცია გვქონდა დაგეგმილი, ასევე ქეთევან წამებული, იქაც იგივე მიდგომები და დამოკიდებულება გვქონდა, ასევე ვაჟა- ფშაველა, ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით გადამსვლელი ხიდის პროექტის განხორციელება, ასევე ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიის მთლიანად განახლება და მოწესრიგება. ეს პროექტები, რომელიც უკვე უნდა დაგვეწყო და განხორციელება მომდარიყო, ამ ეტაპზე არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვერ ვიწყებთ, თუმცა, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ამ პროექტების განხორციელება. ანუ ყველა იმ პროექტს, რომელსაც დღეს ვერ ვიწყებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ განხორციელდება, უბრალოდ დროში გადაიწევს";- აღნიშნა ქალაქის მერმა.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way