USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Тбилиси
კახა კალაძე პოდოლიაკის განცხადებაზე: უკრაინისთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, მათი გადასაწყვეტია
дата:  

პირველი, რაც უკრაინას მინდა ვუსურვო, მშვიდობაა, იმიტომ, რომ ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება მტერს არ ვუსურვებ - მათთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, ეს მათი გადასაწყვეტია, - ასე გამოეხმაურა „ქართლი ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის საქართველოს მმართველი პარტიისადმი გაჟღერებულ მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით,

კალაძის თქმით, სააკაშვილია დამნაშავეა და როდესაც სასჯელს მოიხდის გათავისუფლდება.

„ყველა ქვეყანას თავისი პრიორიტეტი აქვს, მე გამიჭირდება შევიდე დეტალებში და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტები, თუმცა, პირველი, რაც ამ ქვეყანას მინდა ვუსურვო, მშვიდობაა, იმიტომ, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, მტერს არ ვუსურვებ - ძალიან დიდი უბედურება, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უამრავი დაღუპული როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ჯარისკაცები, უმძიმესი მდგომარეობაა, ამიტომ მათთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, ეს მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის დამნაშავე, სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის და, რა თქმა უნდა, როდესაც მოიხდის სასჯელს, იქნება გათავისუფლებული“,- განაცხადა კალაძემ.

Тбилиси
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати