USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
კახა კალაძე „პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტზე - ასეთი ვიზიტები ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია
Date:  1432

რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომია, ქვეყანა ინგრევა? - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით, მსგავსი ვიზიტებით მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომია, ადამიანები იხოცებიან, ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება? ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები. ჩემთვის პირადად, კატეგორიულად მიუღებელია," - განაცხადა კალაძემ.

ცნობისათვის, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ და შეხვედრებს მართავენ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way