USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
კახა კალაძე ოპოზიციაზე - ეს ადამიანები პირდაპირ ქვეყნის მტრები არიან
дата:  508

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

კალაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის მტრები არიან.

„ეს ადამიანები თავიანთი ქმედებებით და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგებიან იმას, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან ამ ქვეყნის მტრები, ჩვენი ევროინტეგრაციის და ევროპული ინტეგრაციის მტრები არიან, ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას. ყველაფერს აკეთებდნენ ვიზალიბერალიზაციის პროცესი, როდესაც მიდიოდა, კაბინეტებში დარბოდნენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ მომხდარიყო. იგივე იყო ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დროს და დღეს იგივე ხდება.

საქართველო აღნიშნულ სტატუსს მართლა იმსახურებდა. თუ რომელიმე ქვეყანას კარგი მაჩვენებლები აქვს და წინ გადადგმული ნაბიჯები ჰქონდა, ეს ჩვენი ქვეყანა იყო. საუკეთესო იყო და ეს თავადვე აღნიშნეს, რომ საქართველოსთან მიმართებით უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული იყო. გასაგებია პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იყო და მოგვცეს, ეს 12 პუნქტიანი გეგმა, მზად ვართ და ამ 12 პუნქტიან გეგმასაც ზედმიწევნით ვასრულებთ, რომ ვინმეს სალაპარაკო არაფერი დარჩეს. მინდა მჯეროდეს, რომ უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება და კიდევ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა არ დაიჩაგრება“,- განაცხადა კალაძემ.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати