USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
კახა კალაძე: მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის
Date:  439

მახსოვს, ერთი წლის წინ ზუსტად აქ ვიყავით შეკრებილები და მაშინ ჩვენს ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი, საქართველო დაიჩაგრა და ამას არ ჰქონდა ახსნა, ეს დამოკიდებულება და ამგვარი ქმედებები იწვევს გაღიზიანებას ქართველ ხალხში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხვდება ძალიან ბევრი წინაღობა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ქვეყანა ღირსეულად აგრძელებს სვლას ევროპისკენ.

„მინდა, დღევანდელი დღე მოგილოცოთ, მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, თითოეული ქართველისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, ამ სიტყვების შინაარსი არის მნიშვნელოვანი. თავისი თვითშეგნებით, თავისი ღირებულებებით საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ამ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვხვდება ძალიან ბევრი წინაღობა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ღირსეულად ვაგრძელებთ სვლას ევროპისკენ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მალე გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია.

ბატონმა ელჩმა ბრძანა, თქვენს გვერდით ვართ ამ გზაზეო, რისთვისაც მინდა, მას მადლობა გადავუხადო. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ იყოს მხარდაჭერა. მახსოვს, ერთი წლის წინ ზუსტად აქ ვიყავით შეკრებილები და მაშინ იყო ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი. ამას არ ჰქონდა ახსნა, რატომ, რადგან ყველა იმ ქვეყანაზე გაცილებით წინ ვიყავით, ვისაც მაშინ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველო დაიჩაგრა. ეს დამოკიდებულება და ამგვარი ქმედებები, რა თქმა უნდა, იწვევს გაღიზიანებას ქართველ ხალხში. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. არა ერთხელ გამოცდილა საქართველო ამ ყველაფერში. ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ გუნდი, ვინც პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა ქვეყნის ევროპული მომავალი, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია დღეს ჩვენმა ქვეყანამ, ყველაფერი უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს და გუნდს, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. აქვე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ზუსტად ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვულოცავ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს და მინდა, ყველას წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კალაძემ.

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way