USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Tbilisi
კახა კალაძე: მინდა, თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო, რადგან ამის გარეშე მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია
Date:  549

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობებს უკეთესი თბილისი დავუტოვოთ, უფრო გამწვანებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ახალი პარკებით, რეკრეაციული არეალებით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2026 წლის პირველ სხდომაზე.

კახა კალაძემ მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერა სთხოვა.

„დღეს ვმართავთ 2026 წლის მთავრობის პირველ სხდომას, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქის მთავრობა ინტენსიურად განაგრძობს მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და რაც მთავარია, მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ამა თუ იმ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტის შესახებ. ჩვენ უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ 2026 წელი იქნებოდა მასშტაბური და გამორჩეული მსხვილი პროექტების თვალსაზრისით, რაზეც ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელმაც მესამედ გვანდო ამ ქალაქის ბედი და მათ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საქმეში მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო. ამის გარეშე მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება რთული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს ძირეულად ახორციელებს, რაც დროსა და მოთმინებას მოითხოვს.

„როდესაც ვიწყებთ ქუჩების რეაბილიტაციას, გამზირების განახლებას, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფასადური სამუშაოები. პირველ რიგში, ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვიწყებთ. მსგავს სამუშაოებს თან მოჰყვება ხმაური, გზების გადაკეტვა. არის შემთხვევები, როცა ბუნებრივი აირის და წყლის შეზღუდვაც ხდება. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას მხარდაჭერა. ყველამ უნდა მოვითმინოთ, რომ სამუშაოები ძალიან სწრაფად და ხარისხიანად ჩატარდეს. ეს ჩვენი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობებს უკეთესი თბილისი დავუტოვოთ, უფრო გამწვანებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ახალი პარკებით, რეკრეაციული არეალებით და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წელსაც არაერთი მსგავსი პროგრამა დაფინანსდება.

„რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროექტებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა წინ მიდის, ეკონომიკურად ვითარდება, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. რა თქმა უნდა, როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალიტეტი, წელსაც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ასეთ ოჯახებს გვერდით დავუდგეთ და არ დავტოვოთ პრობლემების პირისპირ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way