USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
კახა კალაძე მიხეილ მესხის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ღია ჩვენებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
Date:  

თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ღია ჩვენებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტადიონზე განთავსდეს ექვსი დიდი მონიტორი, სადაც მხარდამჭერებს საშუალება ექნებათ, თურქეთ-საქართველოს მატჩს პირდაპირ ეთერში უყურონ. ასევე, სტადიონის გარეთ განთავსებული იქნება კვების ობიექტებიც.

თბილისის მერმა ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ უსურვა წარმატება ხვალინდელ შეხვედრაზე.

„ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართველი გულშემატკივრებისთვის, ვინც დარჩა საქართველოში და ვერ მოახერხა გამგზავრება, მიხეილ მესხის სტადიონზე იქნება შესაძლებელი მატჩის პირდაპირ ეთერში ყურება. დამონტაჟებული იქნება ექვსი ძალიან დიდი მონიტორი. საკმაოდ სასიამოვნო გარემო იქნება შექმნილი. ასევე სტადიონის გარეთ განთავსებული იქნება კვების ობიექტები და იქნება ძალიან კომფორტული გარემო, რათა ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს. ხვალ ნამდვილად დიდი დღეა, რომელსაც დიდი ხანია, ველოდებით. ყველა ქართველი გულშემატკივრის ოცნება იყო, რომ ჩვენი ნაკრები ერთხელ მაინც მოხვედრილიყო ევროპის ჩემპიონატზე და ფეხბურთელებმა ეს ბედნიერება გვაჩუქეს. მინდა, წარმატება ვუსურვო ბიჭებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ მესხის სტადიონზე მისვლა გულშემატკივარს ხვალ, 20:00 საათიდან შეეძლება.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way