USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Тбилиси
კახა კალაძე კორუფციის ბრალდებებზე - ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია - წარმოადგინეთ ერთი კონკრეტული კანონდარღვევა, მაგრამ ვერ წარმოადგენთ
дата:  641

„ტვ პირველი“, რადიკალები, ვითომ ოპოზიცია, პირველ რიგში, არაფრის მაქნისები ხართ, სპეკულანტები, სულ სპეკულირებთ - წარმოადგინეთ ერთი კონკრეტული კანონდარღვევა, მაგრამ ვერ წარმოადგენთ, მარტო: „ბლა“, „ბლა, „ბლა“ - ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია! - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტს.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია მას კორუფციაში ადანაშაულებს და ამბობენ, რომ „კახა კალაძემ „მწვანე შუქი“ აუნთო მეგობარს ილია წულაიას, რომელიც ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აპირებს, რეკრეაციული ზონის ნაცვლად“.

„პირადად თქვენ ნუ მიიღებთ: ნახეთ, როგორ ბინძურები ხართ! სპეკულირებთ! თქვენ ყველა ერთი ხართ - „ტვ პირველი“, რადიკალები, ვითომ ოპოზიცია. პირველ რიგში, არაფრის მაქნისები ხართ, სპეკულანტები, სულ სპეკულირებთ. არასდროს საუბრობთ სიმართლეს. ყველა თქვენი გამოშვება თუ გადაცემა, სიცრუით არის გაჯერებული. წაგებული გაქვთ სასამართლო ჩემ წინააღმდეგ იმ სიბინძურეზე, რასაც ავრცელებთ.

რაც შეეხება კონკრეტულ თემას, აღნიშნული ტერიტორია წილოსანის საკუთრება იყო, რომელმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე შეათანხმა განაშენიანების რეგულირების გეგმა და დამტკიცებული იყო საკრებულოში, წარმოდგენილი იყო კონკრეტული არეალის განვითარება. შემდეგ, კომპანიამ, რომელზეც საუბრობთ, აღნიშნული ტერიტორია შეიძინა და განაშენიანების გეგმა და პროექტი, რაც დამტკიცებული იყო, განვითარებას ახორციელებს. სად ნახეთ კორუფცია? რა არის ამაში ცუდი?! ჩემს წინააღმდეგ ამ წლების განმავლობაში დაკავებულები ხართ, რომ სიბინძურე გაავრცელოთ, ტყუილი, შეთითხნოთ განცხადება ბოროტებით, სიცრუით. 2012 წლიდან პოლიტიკაში ვარ, ერთი ჩემ მიერ კანონდარღვევა ან არასწორი გადაწყვეტილება წარმოადგინოთ კონკრეტული ფაქტებით?! მარტო: „ბლა“, „ბლა“, „ბლა“. წარმოადგინეთ ერთი კონკრეტული კანონდარღვევა, მაგრამ ვერ წარმოადგენთ, იმიტომ რომ არ არსებობს ასეთი. ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია! არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს ეწინააღმდეგებოდა. პირველ რიგში, საკუთარ თავს ვცემ პატივს და ვუფრთხილდები იმ დამოკიდებულებას და ურთიერთობას, რომელიც ჩემს მიმართ აქვს ქვეყნის უმრავლესობას. ამას ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები.

იმის გამო, რომ ბავშვობის მეგობრები ვართ და ბავშვის ნათლიაა, უნდა დაანებოს თავის ბიზნესს?! უკანონო აქვს გაკეთებული?! ცოტა აზრი ხომ უნდა დაატანოთ, გგონიათ ყველა თქვენნაირი სულელია?! ვერავინ ვერაფერს გაიგებს? სისულელეს ამბობთ და გგონიათ ყველა თქვენნაირი სულელია? შეურაცხყოფას მაყენებთ და გინდათ პატივი გცეთ? არ არის ასე, დამოკიდებულება უნდა იყოს ორმხრივი. როდესაც კითხვას სვამთ, სიტყვები შეარჩიეთ, ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას. ილია წულაია არაფერ შუაში იყო, ეს იყო წილოსანის საკუთრება, დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, კონკრეტული პროექტი, შემდეგ ამ ადამიანმა გადაწყვიტა აღნიშნული ტერიტორიის გაყიდვა და იყიდა კონკრეტულმა კომპანიამ. რა არის ამაში დანაშაული?! კერძო პირისგან კერძო პირმა იყიდა ტერიტორია და ახორციელებს პროექტს.

აი „კახას მეგობარი“, „კახას ნათესავი“, ვინმემ ისარგებლა იმით, რომ ჩემი მეგობარია?! ან ჩემი ბავშვის ნათლიაა? ჩემი ოჯახის მეგობარია? მომიტანეთ ერთი ფაქტი ვინ ისარგებლა“, - აღნიშნა კალაძემ.

мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати