USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
კახა კალაძე: ივნისში გზამკვლევი სრულად დაიხურება და 12-ვე პუნქტი შესრულდება. ყველაფერი ევროკავშირზეა დამოკიდებული. მისცემს თუ არა საქართველოს სტატუსს
Date:  577

ივნისში აღნიშნული გზამკვლევი სრულად დაიხურება და 12-ვე პუნქტი შესრულდება. ოპოზიციას ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ევროკავშირზეა დამოკიდებული, მისცემს თუ არა საქართველოს სტატუსს.

„ყველაფერი ზედმიწევნით სრულდება. ივნისში აღნიშნული გზამკვლევი სრულად დაიხურება და 12-ვე პუნქტი შესრულდება. ოპოზიციას ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ყველა უნდა ვიყოთ მოწადინებულები, რომ მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაცია, მაგრამ კონკრეტული პარტიები ყველაფერს აკეთებენ ხელის შესაშლელად. ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პროცესის დროსაც ყველაფერს აკეთებდნენ, როგორმე ხელი შეეშალათ. იგივე ხდება დღესაც. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ევროკავშირზეა დამოკიდებული. მათი გადასაწყვეტია, მისცემს თუ არა საქართველოს სტატუსს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 
 
 
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way