USD 2.7523
EUR 3.1274
RUB 3.3392
Тбилиси
კახა კალაძე: იტალიაში შევხვდი ჩემს ყოფილ კოლეგებს და ნამდვილად სასიამოვნო იყო იმ სიტყვების მოსმენა, რასაც საუბრობდნენ ჩვენს ბიჭებზე, ქართულ ფეხბურთზე
дата:  331

რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი იტალიაში, სადაც შევხვდი ჩემს ყოფილ კოლეგებს და ძალიან ამაყი ვარ იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ, ქართული ფეხბურთის მიმართ და ნამდვილად სასიამოვნო იყო იმ სიტყვების მოსმენა, რასაც საუბრობდნენ ჩვენს ბიჭებზე, ქართულ ფეხბურთზე,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დღევანდელი მთავრობის სხდომა მინდა ისევ ფეხბურთის თემით დავიწყო. არ შემიძლია დიდი მადლიერებით და სიამაყით არ გამოვეხმაურო ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე და იმ ლამაზ სანახაობრივ ფეხბურთს, რითაც ფეხბურთის უამრავი მოყვარულის გული დაიპყრო ჩვენმა დებიუტანტმა გუნდმა. იყო მოგებაც, წაგებაც, მაგრამ რაც მთავარია, ეროვნულმა ნაკრებმა დიდი და შთამბეჭდავი შედეგი დადო, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ალბათ გულშემატკივრის გარკვეული ნაწილი არც ელოდა. ეროვნულმა ნაკრებმა, შეიძლება ითქვას, სხვა რელსებზე გადაიყვანა არა მარტო ქართული ფეხბურთი, არამედ მთელი საქართველო - გააჩინა თვითრწმენა, მოტივაცია და უფრო დიდი გამარჯვების მოლოდინი. კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არავისზე ნაკლები შესაძლებლობები არ გვაქვს და ტოლს არ ვუდებთ არცერთ საჩემპიონო გუნდს. რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი იტალიაში, სადაც შევხვდი ჩემს ყოფილ კოლეგებს და ძალიან ამაყი ვარ იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ, ქართული ფეხბურთის მიმართ და ნამდვილად სასიამოვნო იყო იმ სიტყვების მოსმენა რასაც საუბრობდნენ ჩვენს ბიჭებზე, ქართულ ფეხბურთზე. ძალიან საამაყოა.

დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველი გულშემატკივარი ამაყია იმით, რაც ჩვენმა ბიჭებმა გააკეთეს. არ მქონდა ამის შესაძლებლობა და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ფეხბურთელს იმ შრომისთვის, იმ თავდადებისთვის, თავგანწირვისთვის, რაც მინდორზე აჩვენეს. არა მხოლოდ თამაშობდნენ, ლამაზი ფეხბურთი აჩვენეს. სრულიად საქართველო გაახარეს ფეხბურთის თამაშით. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ყოფილიყო წარმატებული და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად მუშაობდა. ყველას განსაკუთრებული წვლილი და როლი აქვს ჩვენი ნაკრების წარმატებით ასპარეზობაში“, - აღნიშნა კალაძემ.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати