USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
კახა კალაძე: „ფეიკნიუსი“ არის ბოროტება და პოლიტიკურ იარაღად მისმა გამოყენებამ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია
дата:  516
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს და განმარტავს, რომ ფალსიფიცირებულ ინფორმაციასთან ბრძოლა საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებაა.

როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, ეს არ არის რომელიმე ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია.

„რატომ გადავწყვიტეთ მერიაში ამ მიმართულების ვიდეოკომუნიკაცია თბილისელებთან და ყველასთან ვისაც აინტერესებს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენები? ვფიქრობ, ამ პრობლემასთან გამკლავება არის ჩვენი ვალდებულება მოსახლეობის წინაშე, პირველ რიგში მათ წინაშე, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და დედაქალაქის განვითარება გვანდო. დეზინფორმაცია არის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი. მეგასახელმწიფოებმა ღიად გამოაცხადეს ამ პრობლემის შესახებ და უმაღლეს დონეზე ხდება ამ მიმართულებით რესურსის მობილიზება. ყველა კარგად ხედავს, თუ როგორი დამანგრეველი ძალა აქვს დეზინფორმაციას, რა საფრთხის შემცველია საზოგადოების მოტყუება და სიცრუის ტირაჟირება. „ფეიკნიუსი“ არის, პირდაპირ ვიტყვი, ბოროტება და პოლიტიკურ იარაღად, განსაკუთრებით არჩევნების წინ ამის გამოყენებამ საქართველოში კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, „ფეიკნიუსი“ არის ბოროტება და საქართველოში პოლიტიკურ იარაღად მისმა გამოყენებამ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ვიბრძოლოთ, დავიცვათ ჩვენი სიმართლე. ჩვენ არ დაგვიწყია ეს კონფრონტაცია, უბრალოდ ვებრძვით მედიის გამოყენებას ტყუილის პროპაგანდისტად. ჩვენ ამ პროექტით ვიცავთ თითოეული კეთილსინდისიერი ჟურნალისტის პროფესიონალიზმს, ვიცავთ მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელის შრომას, ვიცავთ მოქალაქეების განწყობას, დროს და ნერვებს. ელემენტარულად ვიცავთ სიმართლეს. დღეს ვეხმიანები ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს. მინდა, ყველამ კარგად იცოდეს, ეს არ არის რომელიმე ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, ნამდვილად არის ტყუილის და ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე ფალსიფიცირებული ინფორმაციის რამდენიმე ფაქტი წარმოადგინა და განაცხადა, რომ მედიით გავრცელებული კონკრეტული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.

 
Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати