USD 2.6797
EUR 2.8812
RUB 2.9138
Tbilisi
კახა კალაძე ე.წ. ზეემკას დასახლებაში ნახევრად დაგებულ გზაზე - ადამიანების ჯგუფმა დახაზვითი სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, როგორი უნიათოა მერია
Date:  887

თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, რომ ე.წ. ზეემკას დასახლებაში გზა ნახევრად არის დაგებული. კალაძის განცხადებით, ამ ადგილზე კომპანია GWP-იმ სამუშაოები აწარმოა და შემდეგ ადამიანების ჯგუფმა დახაზვითი სამუშაოები აწარმოა, რათა გამოეყვანათ ისე, რომ „დედაქალაქის მთავრობა უნიათოა“.

„აქ სამუშაოები აწარმოა კომპანია GWP-იმ. ფრაგმენტული დაზიანება და პრობლემა იყო, განახორციელა სამუშაოები და შემდეგ ადამიანების ჯგუფმა და მგონი, ყველა მიხვდება, ეს დახაზვითი სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, როგორი უნიათოა დედაქალაქის მთავრობა, სამგორის რაიონის გამგეობა, როგორ დახაზვებს აკეთებენ… ხომ ხედავთ, რა დონეზე არიან დასული და სად არიან. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ პროექტი დაკვეთილი გვქონდა, მზად გვქონდა და ველოდებით უბრალოდ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას, რომ სამუშაოები დაწყებულიყო”, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ეს ქუჩა მთლიანად მოწესრიგდება, განახლდება სანიაღვრე სისტემები და იქნება მოასფალტებული.

„ჩვენ სამგორის რაიონში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, ეს არის წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოწესრიგება. დაახლოებით, 600 000 ლარი ჯდება ამ პროექტის განხორციელება, ჯამში 10 440 კვ. მ. ასფალტი იქნება დაგებული და მთლიანად იქნება მოწესრიგებული. ასევე დამჭერი კედლები მოეწყობა, კორპუსებთან მისასვლელი ორი კიბე გაკეთდება და იქ არსებული მდგომარეობა მთლიანად იქნება გამოსწორებული”, - აღნიშნა კალაძემ.

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way