USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
კახა კალაძე: ერთ-ერთი საელჩოდან ხდება ამ ყველაფრის მართვა, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს, ყურმოჭრილი მონები არიან
თარიღი:  507

ვინ ეკითხება გახარიას, ხაზარაძეს ან სალომე ზურაბიშვილს გაერთიანება - კონკრეტული საელჩოდან ხდება საარჩევნო კამპანიის მართვა. ყურმოჭრილი მონები არიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკების ჩაშლას გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ჩვეულებრივი სპექტაკლი“ მიმდინარეობს.

„ჩვეულებრივი სპექტაკლია! ვინ ეკითხება გახარიას, ხაზარაძეს, ან სალომე ზურაბიშვილს მათი გაერთიანება. კონკრეტული საელჩოდან ხდება ამ პროცესების მართვა საარჩევნო კამპანიის მართვა. რასაც ეტყვიან, ყურმოჭრილი მონები არიან. დაიბარებენ და ეტყვიან „ეს გააკეთეთ“. მათ იმის უფლება არ აქვთ, პასუხი გასცენ, რატომ და რისთვის. როგორც ეტყვიან, ისე გააკეთებენ. რა გახარია.... ჩვეულებრივი სპექტაკლია“, - აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. როგორც პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ განმარტავენ, "მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია". თუმცა, აღნიშნავენ, რომ მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, „ძლიერ საქართველოში“ განმარტავენ, რომ „გახარიას შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს თავად აუხსნას პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა შეთანხმებაზე“.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის