USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
კახა კალაძე დიღმის მასივში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის პროექტს გაეცნო
дата:  833

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს.

თბილისის მერიის ცნობით, მშენებლობა დიღმის მასივში, საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

სამშენებლო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული ტერიტორია დედაქალაქის მერიამ ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა და შემდეგ ფეხბურთის ფედერაციას გადასცა.

„დიღმის მასივში მდებარე „ავაზას“ ყოფილ საფეხბურთო სტადიონს საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია. ის წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა. იყო კონკრეტული ვალდებულება, რომ 10 წლის განმავლობაში სტატუსი შეენარჩუნებინათ და შემდეგ აღნიშნულ კომპანიას შეეძლო ეს სივრცე სხვადასხვა მიზნისთვის გამოეყენებინა. მათი სურვილი იყო კორპუსები აეშენებინათ, ჩვენთვის კი კატეგორიულად მიუღებელი იყო ეს დამოკიდებულება, რადგან განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს რეკრეაციულ სივრცეებთან, სპორტულ არეალებთან. შესაბამისად, აღნიშნული სივრცის ადგილმონაცვლეობა მოვახდინეთ. ეს ტერიტორია ფეხბურთის ფედერაციას გადავეცით. აქ იქნება ბავშვთა საფეხბურთო სკოლა. დღეს უკვე ორი საფეხბურთო მოედანი კეთდება, აქედან ერთი სტანდარტული, სრულფასოვანი იქნება. გარდა ამისა, ეწყობა ღამის განათება, ტრიბუნები მაყურებლისთვის, გასახდელები, საშხაპეები. საბოლოოდ, ტერიტორია ყველანაირად მოწესრიგდება.

ამინდი თუ მოგვცემს შესაძლებლობას, პროექტი დეკემბრის ბოლოს დასრულდება. თუ ამინდი ხელს არ შეგვიწყობს, გაზაფხულზე იქნება დასრულებული. პროექტის დასრულების შემდეგ, ეს ტერიტორია თავის ძველ ისტორიას დაიბრუნებს და უამრავ ახალგაზრდას მოემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადაუხადა.

„პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა სტანდარტული ზომისა და 9/9-ზე მოედნები, რომლებიც ტრიბუნებითა და განათებით აღიჭურვება. ტერიტორიაზე განთავსდება ადმინისტრაციული შენობა, გასახდელებით, საშხაპეებით, მსაჯთა და ექიმის ოთახებით.

აღნიშნული ტერიტორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2022 წლის სექტემბერში გადაეცა. პროექტი ფიფას პროგრამა FORWARD-ის, უეფას პროგრამა Hat Trick-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება. ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები სრულიად უფასოდ შეძლებენ.

დიღმის მასივის გარდა, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განხორციელდა თბილისის ხუთ უბანში, მათ შორის, ვარკეთილში, გლდანში, დიდ დიღომში, ვაკეში და ნუცუბიძის პლატოზე, ასევე ფოთში და სამტრედიაში.

ადგილზე იმყოფებოდნენ დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати