USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
კახა კალაძე: დიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
Date:  713

საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში კიდევ ერთ რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოები იოანე პეტრიწის ქუჩაზე არსებულ 8 280 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ჩატარდება.

„საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, 186-ე საჯარო სკოლის წინ, 8 280 კვ.მ ფართობზე რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება თანამედროვე საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყობა საბავშვო-გასართობი და სატრენაჟორო სივრცეები. ტერიტორია გამწვანდება და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე არსებული საფეხბურთო მოედანი გაფართოვდება და რეაბილიტირდება. სკვერი აღიჭურვება ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი რეკრეაციული სივრცე, ბილიკის მეშვეობით დაუკავშირდება გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N1-ში გასულ წელს მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს.

„არეალების დაკავშირებით საკმაოდ დიდი რეკრეაციული სივრცე გამოვა. ზოგადად სასიამოვნოა ასეთი სივრცეების არსებობა, რაც ქალაქს ძალიან უხდება და სჭირდება. მიხარია, რომ ჩვენ არამხოლოდ რაიონების, არამედ უბნების დონეებში შევდივართ და მსგავსი ტიპის პროექტებს ვახორციელებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way