დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძე 2025 წლის ანგარიშით წარდგება, პარალელურად კი, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ.
დედაქალაქის ბიუჯეტი უპრეცედენტოდაა გაზრდილი, რომლის ფარგლებში, პრიორიტეტული მიმართულებები გამოიკვეთა. ახალი ბიუჯეტით ყურადღება გამახვილდება სოციალურ მიმართულებაზე, ჯანდაცვის სფეროზე, საგზაო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.